მთავარი ციტატა

ცივილიზებულ ქვეყანაში, ოპოზიცია ძალიან ჩვეულებრივად აღიარებს დამარცხებას – კილაძე კახიძის განცხადებას გამოეხმაურა

მე მგონი, ნორმალურ ცივილიზებულ ქვეყანაში, ოპოზიცია ძალიან ჩვეულებრივად აღიარებს დამარცხებას. ეს არის არჩევნები, ზოგჯერ მოიგებს პარტია, ზოგჯერ წააგებს. ჩემი მეგობრული რჩევა იქნებოდა, ისე, როგორც განვითარებული ქვეყნების ოპოზიცია აკეთებს, შეეგუოთ ამ დამარცხებას და იმუშაოთ იმაზე, თქვენი გადმოსახედიდან როგორ გააუმჯობესოთ ეს შედეგები. მე მგონი, ძალიან უადგილო და ცოტა არ იყოს უხერხულია ასეთი ტყუილების დაბრალება ქართულ ოცნებაზე მხოლოდ იმიტომ, რომ არჩევნები ვერ მოიგეთ.

გეთანხმებით იმაზე, რომ ნორმალურ სახელმწიფოში სახელმწიფო და კრიმინალი ანტაგონისტური ორი ცნებაა, ერთად ვერ მოდის ნორმალური სახელმწიფო და კრიმინალი, მაგრამ თქვენს დროს გაგახსენებთ, რომ სახელმწიფო თავად იყო რაღაც მიმართულებებით კრიმინალი, ამიტომ ცოტა არ იყოს, უხერხული არის თქვენი მხრიდან ასეთი მოწოდებები იმ პირობებში, როცა საერთაშორისო დონეზე აღიარებულია ჩვენი აბსოლუტურად ყველა არჩევნები, როგორც დემოკრატიული. მე მესმის თქვენი პოლიტიკური პათოსი, მაგრამ მგონია, რომ ცოტა უხერხულია ასეთი ტყუილების გავრცელებ.

სოფო კილაძე ოთო კახიძის განცხადებას პასუხობს.

იტვირთბა....