შესაძლებელია, რომ ფულის გათეთრების კანონმდებლობა დაირღვეს, მაგრამ ფული არ გათეთრდეს და პირიქით.” – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტში გამოსვლისას.
გვენეტაძე TBC ბანკის საქმესთან დაკავშირებით ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვას პასუხობდა. დეპუტატმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს სთხოვა განემარტა, ადგილი ჰქონდა თუ არა ფულის გათეთრებას ზემოთ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.
“დიახ, ფულის გათეთრების კანონმდებლობაც დაირღვა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ კიდევ ერთხელ გეტყვით: შესაძლებელია, რომ ფულის გათეთრების კანონმდებლობა დაირღვეს, მაგრამ ფული არ გათეთრდეს და პირიქით. ამიტომ, ჩვენი ფუქნცია ამ შემთხვევაში იყო, კანონთან შესაბამისობა შეგვემოწმებინა” – განაცხადა გვენეტაძემ.
კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება ფულის გათეთრების კანონი დაირღვეს და ფული არ გათეთრდეს, გვენეტაძემ აღნიშნა, რომ ფულის გათეთრების დეტერმინაციის პროცესი საკმაოდ რთულია და აქედან გამომდინარე, ნებისმიერი კანონმდებლობის დარღვევა შეიძლება არ იყოს ფულის გათეთრება. შესაბამისად, ერთადერთი ორგანო, რომელმაც შეიძლება ფულის გათეთრების საკითხი დაადგინოს არის სასამართლო.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, დღეს, 10 ივნისს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს უწყების 2018 წლის ანგარიშს წარუდგენს.