ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

ძირითადი მიზანი გრძელვადიან პერიოდში ლარის კურსის სტაბილურობის შენარჩუნებაა – გვენეტაძე

სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის რისკპრემიუმის შემცირებაში. ამიტომ მნიშვნელოვანია გაუმჯობესდეს, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, გასულ კვირას ეროვნული ბანკის მიერ 30 მლნ აშშ დოლარის შესყიდვასთან დაკავშირებით.

“უკვე აღვნიშნე და ადრეც აღმინიშნავს, რომ სავალუტო რეზერვების ზრდა ეროვნული ბანკისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც ეს მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის რისკპრემიუმის შემცირებაში. ამიტომ მნიშვნელოვანია გაუმჯობესდეს.” – განაცხადა გვენეტაძე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ეკონომიკური გუნდის მიერ გატარებულ პოლიტიკაზეც ისაუბრა. მისი განცხდებით, ძირითადი მიზანი გრძელვადიან პერიოდში ლარის კურსის  სტაბილურობის შენარჩუნებაა. გვენეტაძე  მოკლევადიან პერიოდში რყევებს არ გამორიცხავს, ამ შემთხვევაში კი, საჭიროა, ეროვნულმა ბანკმა ნახოს ბალანსი, რომელიც გრძელვადიან პერიოდში ლარის სტაბიულურობას უზრუნველყოს, რათა ქვეყანამ პოტენციურ რისკებთან გამკლავება შეძლოს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, პოლიტიკა, რომელსაც ეროვნული ბანკი აწარმოებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ასევე, მისი ხელმძღვანელის კრისტინ ლაგარდის შეფასებებით, ცალსახად მოწონებულია.

.

 

 

იტვირთბა....