მმართველი გუნდის კანდიდატის გამარჯვება მრავალი უკულტურო, იაფფასიანი, ნაკლებად პატიოსანი მეთოდის გამოყენებამ განაპირობა.თუმცა, ბ-ნი კახაძის წარმატება ერთი მნიშვნელოვანი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას მაინც გვაძლევს:
“ქართული ოცნების” დამარცხება მიშასთან, ბოკერიასთან და სხვა მსგავს პერსონებთან ალიანსის ხარჯზე ფაქტობრივად შეუძლებელია. ვიმეორებ – ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ოცნების დამარცხებაა აუცილებელი. ნაცების საშუალებით ოცნება ვერ მარცხდება. მაშასადამე, ნაირ-ნაირ ნაცებთან ერთად საქართველოს მომავლის აშენების ყველა მცდელობა განწირულია.რაც უფრო სწრაფად მიხვდებიან ამ ყველაფერს მოწინავე ინტელექტუალები, მით უფრო შედეგიანი იქნება გამოსავლის ძიების ახალი მცდელობები.
ლევან ლორთქიფანიძე, მემარცხენე აქტივისტი