ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში, ჯილინის პროვინციაში, ნახშირმომპოვებელ მაღაროში მომხდარი ნგრევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა.
მაღაროში ნგრევა 22:00 საათზე მომხდარმა მიწისძვრამ გამოიწვია.
დაშავებული მაღაროელები ადგილობრივ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ამ დროისთვის სამაშველო-სამძებრო სამუშაოები დასრულებულია.