“მხოლოდ ერთი პროცედურული ხარვეზი გამოვლინდა. #3 საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში რეგისტრაციის მისამართის მიხედვით შეყვანილი ამომრჩეველი არ იმყოფებოდა რეგისტრაციის ადგილას. კომისიის წევრებმა ამომრჩეველს გადასატანი ყუთი მიუტანეს იქ, სადაც ამომრჩეველი ფაქტობრივად იმყოფებოდა, რაც აღმოჩნდა საარჩევნო უბნის საზღვრებს გარეთ. აღნიშნული ფაქტის გამო ყუთი დაილუქა, გაიგზავნა საოლქო საარჩევნო კომისიაში და შემდეგ ის მიიღებს გადაწყვეტილებას”.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი