არჩევნები მთავარი სამართალი ციტატა

ხელისუფლებას არჩევნებში გამარჯვებისთვის კრიმინალური ავტორიტეტების მობილიზება არ ჭირდება – გახარია

“ყველამ, ვინც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ვინმეს, ყველა იქნება დასჯილი. ხელისუფლებას კრიმინალური ავტორიტეტების მობილიზება იმისთვის, რომ არჩევნებში გაიმარჯვოს, არ სჭირდება, მით უმეტეს მთაწმინდაზე. თუ იყვნენ სადმე მობილიზებული კრიმინალური ავტორიტეტები, რომლებმაც დაარღვიეს კანონი ან რაიმე სახით შეუზღუდეს მოქალაქეებს გამოხატვის, ხმის მიცემის თავისუფლება, მოგვეცით ეს ინფორმაცია და ამაზე გვექნება სწრაფი და მკაცრი რეაგირება”

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ჟურნალისტებთან საუბრისას;

იტვირთბა....