ახალი ამბები მთავარი სამართალი

ჩერგოლეიშვილისა და ბარამიძის განცხადებით, “ოცნების” დამკვირვებელი მათ შვილებს დაესხა თავს

„ავი და აგრესიული ქოცების ძალადობრივი საქციელი, რაც კანონით დასჯადია, ვნახოთ როგორი იქნება შსს-ს რეაგირება. ნებისმიერ შემთხვევაში ამ კრიმინალებთან შეზრდილი მავნებლების ავი ძალის დრო მალე დასრულდება.

P.S ქოცი რომ თავს ესხმის, ის ჩემი შვილია. არ შეუშინდა ქოცებს და იმათ არ მოეწონათ”, – ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენელი, გიორგი ბარამიძე „ფეისბუქზე“ წერს და აცხადებს, რომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი დამკვირვებელი, რომელსაც მთაწმინდის მე-18 საოლქო საარჩევნო უბანზე თავს დაესხნენ, მისი შვილია.

გარდა ამისა, “ტაბულას” დამფუძნებელი თამარა ჩერგოლეიშვილი წერს, რომ ბარამიძესთან ერთად მისი შვილიც იმყოფებოდა

ასეთი ამბავი:

დამკვირვებლები, რომლებსაც თავს დაესხნენ არიან ჩემი შვილი – კატო კოპალეიშვილი და მისი მეგობარი ანა ბარამიძე (ჩემი მეგობრის შვილი Eka Japaridze).

მე სახელმწიფოს ვთხოვ ეს 41 ნომერი ქაჯი კანონის დაცვით და სიმკაცრის იმ სტანდარტით დასაჯოს, რა სტანდარტითიც ლორთქიფანიძის პიჯაკის შემთხვევაში გამოიყენეს.

არაფერს ზედმეტს არ ვითხოვ – პოლიტიკური ოპონენტების მიმართ რა სტანდარტიც თავად შექმენით, ზუსტად იმ სტანდარტით დასაჯეთ ეს პრიმიტივიც.

ასე ჯობია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia

————-

სიუჟეტი ასეთი იყო:

კატო იდგა უბნის შესასვლელში და უბანთან მიმდინარე პროცესს იღებდა. მივიდა ეს ქალბატონი, უთხრა ნუ იღებო. კატომ აუხსნა რომ მისი ინტერესია უბანთან მიმდინარე პროცესის გადაღება და ამის უფლება აქვს. თუ ვინმე წუხდება, შეუძლია უბანს გაეცალოს.

რასაც მოყვა აი ეს ამბავი – ანა ბარამიძე იღებდა, იმას დაარტყა კატო მოასწრო ჩაწერა”, – წერს ჩერგოლეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, მთაწმინდის მე-18 საოლქო საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ აქტივისტი „ევროპული საქართველოს“ ორ დამკვირვებელს თავს დაესხა. ხოშტარია ვიდეომასალასაც ავრცელებს.

"ევროპული საქართველო" მორიგ ვიდეოს აქვეყნებს და აცხადებენ, რომ "ქართული ოცნების" დამკვირვებელი მოქალაქეზე ძალადობს

Gepostet von მეტრონომი • Metronome am Sonntag, 9. Juni 2019

იტვირთბა....