“დღეს, ერთი მხრვ, უნეტარესსა და უწმინდესს, ხოლო, მეორე მხრივ, იმ ბრძენ კაცსა და პირველ მოქალაქეს შორის გაიმართა ძალდაუტანებლად გულთბილი შეხვედრა.
მხარეებმა, სულიერ ატმოსფეროში, განიხილეს ეგონ შილეს შემოქდების გვიანი პერიოდის თავისებურებანი და შერონ სტოუნის სამსახიობო ოსტატოტობის ადრეული შედევრები.
შეხვედრის ბოლოს ბიძინა ივანიშვილმა ილია შიოლაშვილი დალოცა ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ილია შიოლაშვილმა დალოცა ბიძინა ივანიშვილი. ყოველგნით გამოსჭვიოდა კულტურა და სისადავე.
უერთიერთგანშორებამდე ორივე მხარე მარტორქის რქას წამოუდგა ფეხზე და ამ ორმა ბუმბერაზმა პიროვნებამ ბერას მიერ გარემიქსებული პატრიარქის ავე მარია შეასრულა, რომელიც, თავის მხრივ, შუბერტის ავე მარიას ქავერვერსია იყო.
ტიროდა ყველა”
თეოლოგი ბექა მინდიაშვილი; სოციალური ქსელი;
შეგახსენებთ, რომ დღეს პატრიარქმა ბიძინა ივანიშვილი დალოცა.