შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე ძებნილი პირი დააკავეს.
„ქ.ბ.-ს დაუსწრებლად წარედგინა ბრალი 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე, ხოლო 2016 წლის 15 ივნისს მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. ამჟამად, მიმდინარეობს აღნიშნული საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში. 2019 წლის 4 აპრილს, სკოლის მასწავლებლის განცხადებით ლ.ბ. მოიტაცეს, საქმეზე გამოკითხულმა ლ.ბ. განმარტა, რომ იგი ცოლად გაჰყვა ძებნილ ქ.ბ.-ს. აღნიშნულ შემთხვევაზე გამოძიება სსკ-ს 143-ე მუხლით დაიწყო“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.