ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მიხეილ ბენიძე – რეგისტრატორმა, მე-3 საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველს შვილის გრაფაში მოაწერინა ხელი

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ხელმძღვანელის, მიხეილ ბენიძის განცხადებით, ორგანიზაციის ყველა დამკვირვებელს საარჩევნო უბანზე შესვლისა და შეუზღუდავად დაკვირვების საშუალება მიეცა.

მისივე თქმით, მთაწმინდის ოლქის ყველა (100%) საარჩევნო უბანი მზად იყო კენჭისყრის დასაწყებად 08:00 საათისთვის და უბნების უმრავლესობაზე უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა.

„ტენდენციის სახით შეინიშნება, მთაწმინდის საარჩევნო ოლქის მე-11, მე-18, 22-ე, 32-ე და 33-ე საარჩევნო უბნებზე სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლების მობილიზება, რომლებიც ამომრჩევლებს აღრიცხავენ სახელისა და გვარის მიხედვით.

მე-11 საარჩევნო უბანზე აღნიშნულს ახორციელებს სადამკვირვებლო ორგანიზაციის „მრავალეთნიკური ერთობა“ წარმომადგენელი; მე-18 და 32-ე საარჩევნო უბნებზე – „საქართველოს ერთიან ახალგაზრდათა კავშირის“ წარმომადგენელი; 22-ე საარჩევნო უბანზე – „მოძრაობა საქართველოს ერთობისა და გაერთიანებისთვის“ წარმომადგენელი; 33-ე საარჩევნო უბანზე – „სამართალდამცავთა დაცვის ლიგას“ წარმომადგენელი.

მე-12 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი რეგისტრატორის მიერ მოსული ამომრჩევლების აღრიცხვის ფაქტი დამკვირვებლებმა გააპროტესტეს, რასაც უთანხმოება მოჰყვა. ცესკოს წარმომადგენლის ჩარევის შემდეგ რეგისტრატორი ჩამოაშორეს მისი ფუნქციების განხორციელებას და პრობლემა აღმოიფხვრა.

მე-3 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველს შვილის გრაფაში მოაწერინა ხელი“,- განაცხადა ბენიძემ.

დღეს თბილისში, მთაწმინდაზე მაჟორიტარის არჩევნების მეორე ტური იმართება.

იტვირთბა....