ლონდონში, ლესბოსელი წყვილის ცემის ბრალდებით, პოლიციამ 5 ადამიანი დააკავა.
დაკავებულთა შორის არიან არასრულწლოვნებიც.
ლესბოსელ წყვილს ლონდონის ავტობუსში 7 ივნისს სცემეს.
როგორც ირკვევა, მამაკაცების გაღიზიანება გამოწვია იმ ფაქტმა, რომ გოგონები ერთმანეთს კოცნიდნენ.
“ისინი მოითხოვდნენ ჩვენგან ვნებიან კოცნას, რომ უფრო მეტად გართობილიყვნენ. ამის შემდეგ ფიზიკურად გაგვისწორდნენ” – განაცხადა ერთ-ერთმა მათგანმა.