„ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 151- მუხლითაა დაწყებული, რაც მუქარას გულისხმობს.
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ნადირაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ კრწანისის გამგებელი დაახლოებულია კრიმინალებთან, ვაკის გამგებელიც მათთან ერთად დგას და ცდილობს ზემოქმედება მოახდინოს ამომრჩეველზე.
ნადირაშვილმა ბრიფინგზე ის ვიდეო წარმოადგინა, რომელშიც, როგორც ის ამბობს, “ოცნების“ მხარდამჭერი დავით იმნაძეა ასახული, რომელიც ცდილობს ამომრჩეველზე ზეწოლა მოახდინოს.