“ევროპული საქართველო ‐ თავისუფალი დემოკრატების” მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატის, შალვა შავგულიძის განცხადებით, მხოლოდ ამომრჩევლის აქტიურობით განისაზღვრება ამ არჩევნების შედეგი.
მისი თქმით, სათანადო აქტივობის შემთხვევაში მთაწმინდიდან დაიწყება ხელისუფლების შეცვლა.
„ამომრჩევლის დაბალი აქტიურობის პირობებში, ხელისუფლებას ექნება შესაძლებლობა, კიდევ ერთი საკუთარი კანდიდატი გაიყვანოს პარლამენტში მაჟორიტარად, მაგრამ თუ ამომრჩეველი, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებას აღარ ენდობა და მიაჩნია, რომ შესაცვლელია, ასეთია მთაწმინდის ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი, იქნება აქტიური, არჩევნებზე მოვა და პოზიციას დააფიქსირებს, ასეთ შემთხვევაში დღეს მთაწმინდიდან დაიწყება ხელისუფლების შეცვლა. მჯერა, რომ ვერის, უშუალოდ მთაწმინდის, სოლოლაკისა და ოქროყანის ამომრჩეველი დღეს ამას გააკეთებს“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ, ხმის მიცემის შემდეგ, მთაწმინდის მე-10 საარჩევნო უბანთან, სადაც შვილებთან ერთად მივიდა.
დღეს თბილისში, მთაწმინდაზე მაჟორიტარის არჩევნების მე-2 ტური იმართება.