aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სააკაშვილმა გადაწყვიტა: მისი პარტია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინული რადას მე-6 და მე-7 მოწვევის დეპუტატი ანატოლი გრიცენკო აცხადებს, რომ პოლიტიკური კოალიცია, რომელიც გაერთიანდა უკრაინაში მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ეზადება, მზადაა ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის პარტიასთან მოლაპარაკებები დაიწყოს.

“სოციალურ ქსელში ხალხი მომმართვას და მთხოვს გავერთიანდეთ და კოალიციაში მოვიწვიოთ მიხეილ სააკაშვილი და მისი პოლიტიკური გუნდი – ახალ ძალთა მოძრაობა. გამოვდივარ ინიციატივით, გავაერთიანოთ პროევროპული ძალები და მონაწილეობა მივიღოთ საპარლამენტო არჩევნებში” – აცხადებს გრიცენკო.

გრიცენკოს ამ წინადადებას გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი. მისი თქმით, ყველაფერს წყვეტს ხალხი და როგორც მოსახლეობა მოინდომებს ისეთი იქნება გადაწყვეტილებაც.

“კლიჩკოს შემთხვევაში მე ხალხს ვკითხე და ისე მივიღეთ გადაწყვეტილება. ასე იქნება ახლაც, ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი” – წერს სოციალურ ქსელში სააკაშვილი.

თავდაპირველად სააკაშვილმა დააანონსა, რომ მისი პარტია დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში, რადგან როგორც ის ამბობს, ძველმა სახეებმა თავისი უკვე მოჭამა და ახალი ენერგიით არის საჭირო ახალი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება.

ასეა თუ ისე, ჯერჯერობით, ბოლომდე გადაწყვეტილი მაინც არაა, სააკაშვილი დამოუკიდებლად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, თუ გრიცენკოს ინიციატივას შეუერთდება. ფაქტი მხოლოდ ერთია, რომ სააკაშვილი და მისი პარტია არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებენ.

 

იტვირთბა....