ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისში სასწრაფოს მანქანა სახლს დაეჯახა: დაშავებულია სასწრაფოს მძღოლი და ექიმები

ნაძალადევის რაიონში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა საცხოვრებელ სახლს დაეჯახა. დაშავებულია სამი ადამიანი – მძღოლი და ორი ექიმი. მათივე ინფორმაციით, 2 დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის – სტაბილურად მძიმე. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

“სახლში მყოფი პირებიდან არავინ დაზიანებულა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში არც პაციენტი იმყოფებოდა. გამოძახებაზე მიდიოდნენ. წინასწარი მოკვლევით, მძიმე მეტეოროლოგიური პირობების გამო მოხდა შემთხვევა წუხელ, გვიან საღამოს“, – განაცხადეს სასწრაფო დახმარებაში.

იტვირთბა....