„ჩვენ ვნახეთ ბანერებით შეშინებული მერია და „ქართული ოცნება“, რომელიც დისკრიმინაციულად გავარდა და ჩამოხია შალვა შავგულიძის ბანერი და ამაზე მიიღო ღირსეული პასუხი მთაწმინდის ამომრჩევლისგან, რომლებმაც თავად გადმოკიდეს თავიანთ სახლებზე თავიანთი არჩევანი. ჩვენ ვნახეთ პატიმარი ადამიანით სპეკულირება ოქროყანაში და მეასე დაპირება, რომ არჩევნების შემდეგ გამოუშვებენ ამ ადამიანს, თუ მიიღებენ ხმებს. ჩვენ ვნახეთ გაჭირვებული ადამიანებით მანიპულირება. ჩვენ ვნახეთ გარდაცვლილი ადამიანებით სპეკულირება, რაც საფირმო ნიშანი გახდა „ქართული ოცნების“. ეს არის მთაწმინდელი ამომრჩევლის შეურაცხყოფა, როდესაც შენ გგონია, რომ ამ სიძულვილისა და ტყუილების დათესვით მათ აიძულებ მიაცემინო ხმა სასურველ კანდიდატზე და ჩაერევი მათ გამოხატვის თავისუფლებაში ნებაში“.
ელენე ხოშტარია, ევროპული საქართვლოს წევრი