“წარმატებების მიუხედავად, გამოწვევები მაინც არსებობს, როგორც ამას, სამწუხაროდ, ისტორიაც ადასტურებს. 2008 წლიდან მოყოლებული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ოკუპაციის შემდეგ ჩვენი მოსახლეობის რვა პროცენტი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი სახლები. ჩვენი ქვეყანა ამაყობს თავისი ისტორიით. ჩვენ გავუძელით საბჭოთა ოკუპაციის 70 წელს და რასაკვირველია, არ მივცემთ რუსეთს უფლებას, განსაზღვროს ჩვენი მომავალი. სრულად ვაკონტროლებთ ჩვენს ბედს და ჩვენი მომავლის ხედვა ეფუძნება ამბიციას, გავხდეთ მსოფლიო დონის ქვეყანა, საცხოვრებლად, სამუშაოდ და წინსვლისთვის. ტერიტორიების დასაბრუნებლად ჩვენ შეიძლება გარკვეული დრო დაგვჭირდეს, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება. ცხადია, ეს არ მოხდება ძალის გამოყენებით. ამისთვის, გამოყენებული იქნება დემოკრატია, დიპლომატია, შესაძლებლობები, განვითარება და ჰუმანურობა”
საქართველოს პრემიერი მამუკა ბახტაძე სიეტლის მსოფლიო ურთიერთობათა საბჭოში (World Affairs Council) სიტყვით გამოსვლისას;