ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

“ქრისტე აღსდგა მეგობრებო, საჭირო იყო ეს განსაცდელი” – კოსტავა

ქუთაისის საკრებულოს წევრი, ნანა კოსტავა, სოციალურ ქსელში მის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

როგორც იგი აცხადებს, განსაცდელი, რომელიც მას თავს გადახდა, მეგობრების თავიდან დანახვაში დაეხმარა.

ნანა კოსტავას ამ პერიოდის განმავლობაში Facebook-ი გაუქმებული ჰქონდა, თუმცა რამდენიმე წუთის წინ მან „ექაუნთი“ აღადგინა.

„ქრისტე აღსდგა მეგობრებო, საჭირო იყო ეს განსაცდელი, ნამდვილი მეგობრების აღმოსაჩენად, ბევრ რამეზე დავფიქრდი, ბევრ რამეს მივხვდი, ბევრი რამე გავაანალიზე“- წერს ნანა კოსტავა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ სიძულვილის ენის შემცველი განცხადება გააკეთა, რის გამოც, საზოგადოების, მესამ ესექტორისა და პოლიტიკოსების კრიტიკა დაიმსახურა.

 

იტვირთბა....