ახალი ამბები მთავარი სამართალი

გუკა რჩეულიშვილი: მას შემდეგ, რაც მაია დაიჭირეს, არაფერი წასულა წინ

მას შემდეგ, რაც მაია დაიჭირეს, არაფერი წინ არ წასულა, – ამის შეასახებ “ცენტრ პოინტ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გუკა რჩეულიშვილმა განაცხადა.

რჩეულიშვილის აზრით, სასჯელის მისჯა მდგომარეობას რაიმა დადებითს ვერ შემატებს.

„ციხიდან რომ გამოვედი, რამდენიმე კომპანიის იმედი გვქონდა, მაგრამ სულ სხვანაირად დამხვდა სიტუაცია, ფაქტობრივად ჰაერში. 2017 წელს “ემ კვადრატთან” შეთანხმებული ვიყავით, მესამე აქტორი სახელმწიფო იყო. 6 გარემოება იყო, 4-ზე “ემ კვადრატი” და სახელმწიფო შეთანხმდნენ, ორი კი ტექნიკურად ვერ სრულდებოდა. 2018 წლის დეკემბერში, “ემ კვადრატი” საბოლოოდ გაემიჯნა. დედა მომიკვდეს, 2 კვირის განმავლობაში ახალი ინვესტორები მოვიძიეთ. დადებულია 3 ხელშეკრულება, ის ძალაში შევა, როცა მშენებლობის ნებართვები გაიცემა. ამ ორი წლის განმავლობაში ყველაფერი გავაკეთე. მას შემდეგ, რაც მაია დაიჭირეს, არაფერი წინ არ წასულა. გამოსავალი ჩვენი ციხეში ყოფნა არ ყოფილა. სასჯელის მისჯამ, არ მგონია ამ სიტუაციას და ჩვენს პრობლემას რამე დადებითი შემატოს. ჩემი დანაშაულია ის, რომ ვერ გავაკონტროლე ბუღალტრული დოკუმენტაცია და მენეჯმენტის ფუნქციონირება. ვაღიარებ, რომ შეცდომებზე მე ვიყავი პასუხისმგებელი, მაგრამ მითვისებას არ ვაღიარებ, არაფერი არ წამიღია და ჯიბეში არ ჩამიდია. თუ საპროცესო შეთანხმება არ იქნება, კვალიფიკაცია შეეცვალოს და იმ მუხლით მომესაჯოს, რაც სწორია“, – განაცხადა რჩეულიშვილმა.

იტვირთბა....