ლონდონის პოლიცია განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს მოწმეებს გამოვიდნენ კონტაქტზე, მას შემდეგ რაც ავტობუსში ორი გოგონას ცემის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ფოტო, რომელიც ფიზიკურ ანგარიშსწორებას ასახავს თავად ერთ-ერთმა დაზარალებულმა, მელანია გეიმონტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.
როგორც გეიმონტი ყვება, თავდამსხმელი 4 მამაკაცია, რომლებიც ავტობუსში ჰომოფობიური განცხადებებით გამოირჩეოდნენ. როგორც მელანია ყვება, თავდამსხმელებმა მუშტები ურტყეს ქალბატონებს, შემდეგ, მობილური ტელეფონები და ჩანთები გასტაცეს და გაუჩინარდნენ.
როგორც ირკვევა, მამაკაცების გაღიზიანება გამოწვია იმ ფაქტმა, რომ გოგონები ერთმანეთს კოცნიდნენ.
“ისინი მოითხოვდნენ ჩვენგან ვნებიან კოცნას, რომ უფრო მეტად გართობილიყვნენ. ამის შემდეგ ფიზიკურად გაგვისწორდნენ” – განაცხადა გეიმონტმა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ინციდენტს გამოეხმაურა ლონდონის მერი სადიკ ჰანი, რომელმას ფაქტი შეაფასა, როგორც ლგბტ პირებზე თავდასხმა.
“ლონდონი ვერ შეეგუება ლგბტ ნიადაგზე კრიმინალურ გამოხტომებს” – აღნიშნა მერმა ტვიტერზე.