ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“”ოცნება” მოქმედებს “ცოლის ნათესავი ნათესავი არ არის” პრინციპით” – ნადირაშვილი

ყველა მუნიციპალიტეტში ნეპოტიზმის პრობლემა დგას, – განაცხადა „ევროპული საქართველოს” წევრებმა, ირმა ნადირაშვილმა და ირაკლი აბესაძემ, ბრიფინგზე საუბრისას.

ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ საკმაოდ ბევრია ისეთი ფაქტი, რომელიც ნეპოტიზმის ნიშნებს შეიცავს.

„გვინდა გამოვეხმაუროთ ფაქტს, რომელიც დაფიქსირდა ქობულეთში. ძალიან მოკლე კვლევამაც დაადასტურა, რომ არსებობს 15 ადამიანი საჯარო სამსახურში, რომელიც არ ასრულებს თავის სამსახურებრივ მოვალეობას და ისე იღებს ხელფასს გადასახადების გადამხდელების ფულიდან. ეს არის საგანგაშო, რადგან ეს ფაქტი გამოვლინდა პატარა სამსახურში. ასეთი კვლევა რომ ჩატარდეს, ჩვენ ამ კუთხით ძალიან მძიმე შედეგებს მივიღებთ”, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მოქმედებს პრინციპით, რომ „ცოლის ნათესავი არ არის ნათესავი” და ყველა მუნიციპალიტეტში და მათ შორის თბილისშც კადრების შერჩევა ხდება “ნათესაობა-მეგობრობის” პრინციპით.

„მაგალითისთვის, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა თვის ბიძაშვილს ზურა ტაბაღუას ნიშნავს ყველაზე მაღალბიუჯეტიან, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურში. ასევე მძიმე ფაქტებია ქუთისში, სადაც ქუთისის გუბერნატორის მოადგილეებს საკუთარი ნათესავები დასაქმებული ჰყავთ სხვადასხვა ა(ა)იპ-ებში და სსიპ-ებში. გარდა ამისა, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ სიდედრი მაია ფოფხაძე ქუთაისის 58-ე საარჩევნო უბანში კომისიის თავმჯდომარედ დანიშნა. აგრეთვე, ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა რამაზ ჩხიკვაძემ საკუთრი ძმა, ზაზა ჩხაკვაძე, დანიშნა სპორტის სასახლის დირექტორად”, -აღნიშნა ნადირაშვილმა.

იტვირთბა....