aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვაპირებ ყველა მწვავე შეკითხვას გავცე ამომწურავი პასუხი” – თურნავა

aviabiletebi
ავიაბილეთები

გვაქვს რამდენიმე მწვავე კითხვა და ვაპირებ ყველა მათგანს გავცე ამომწურავი პასუხი, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, ჟურნალისტებთან საუბრისას.

მინისტრის თქმით, საკომიტეტო მოსმენაზე, გარდა არსებული კითხვებისა, ისეთ საკითხებზეც ისაუბრებს, რომელიც სიღარიბის დაძლევასა და საინვესტიციო პოლიტიკას უკავშირდება.

“დღის წესრიგით გვაქვს რამდენიმე მწვავე სადეპუტატო კითხვა და ვაპირებ ყველა მათგანს გავცე ამომწურავი პასუხი. დეპუტატებს ასევე აქვთ სურვილი და ვაპირებ გავაცნო უახლოესი პრიორიტეტები ისეთ საჭირო პროექტებზე, როგორიცაა სიღარიბის დაძლევა, უფრო მეტად კოორდინირებული და ეფექტური საინვესტიციო პოლიტიკა და გადაწყვეტილებების მიღების დაჩქარება,” – განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, ამ წუთებში ეკონომიკის მინისტრს პარლამენტში, დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.

იტვირთბა....