ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

მაღაროელების გაფიცვა და სხვა საკითხები – კომიტეტზე ნათია თურნავას მოუსმენენ

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას მოუსმენენ.

ის სხდომაზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკული განმარტავს, განცხადებით, ნათია თურნავას მიმართ დასასმელი ძალიან ბევრი კითხვა გამოიკვეთა.

“რამდენად დარჩება კომიტეტზე დრო მისი პოლიტიკური და ეკონომიკური ხედვების მოსასმენად, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები გაჩნდა მას შემდეგ, რაც ამ შეხვედრაზე შევთანხმდით – მაღაროელების საკითხი, პანკისი თავისთავად დღის წესრიგში იყო, ფოთის პორტი. ეს საკითხები იმდენ დროს წაიღებს, მით უმეტეს, ზოგიერთი ოპოზიციური დეპუტატის გათვალისწინებით, რომლებიც ძირითადად, კამერაზე მუშაობენ და არა სიმართლის გაგებაზე, რომ ვფიქრობ, თურნავასთან კიდევ ერთხელ იქნება საჭირო შეხვედრა“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

მინისტრის მოსმენა 12:00 საათზე დაიწყება.

 

იტვირთბა....