ლილოში, ბაზრობაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ე.წ. „ჩინური ქალაქის“ ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის მოკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია.
ხანძრის შედეგად, არავინ დაშავებულა.