სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის, ლევან კარანაძის განცხადებით, ყაზბეგში, ვერტმფრენი აფრენიდან ძალიან მალე ჩამოვარდა, თუმცა გავრცელებული ინფორმაცია, რომ მას ცეცხლი გაუჩნდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში, „360 გრადუსი“ განმარტა, მისი ინფორმაციით, მოკვლევის პროცესში მოწვეული არიან როგორც ვერტმფრენის, ასევე მისი ძრავის დამამზადებელი ქარხნის წარმომადგენლები.
კარანაძის განცხადებით, მოკვლევის პროცესში ჩართულია როგორც საგამოძიებო უწყება, ასევე, ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო.
ვერტმფრენი აჭარა ჯგუფს ეკუთვნოდა. მათი ინფორმაციით, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია პილოტი და „აჭარა ჯგუფის“ ორი თანამშრომელი.
ყაზბეგში ყუროს მთასთან ვერტმფრენი ჩამოვარდა – არის მსხვერპლი