ახალი ამბები მთავარი სამართალი

ნათია მეზვრიშვილი არ ადასტურებს, რომ შესაძლოა, გენერალურ პროკურორად დაინიშნოს

“გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება”, – ასე პასუხობს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა, რომ გენერალურ პროკურორად, შალვა თადუმაძის ნაცვლად, ის დაინიშნოს.

„არ ყოფილა ამ თემაზე საუბარი და გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ თუ გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდება და მას ნათია მეზვრიშვილი ჩაანაცვლებს.

იტვირთბა....