იულია სუსლიაკის თანმხლებ 10 მცირეწლოვანი საგარეჯოსა და სოფელ წყაროსთავიდან დღეს საღამოს უკრაინაში დააბრუნდება.
მათთან ერთად იმყოფება ადგილობრივი სოციალური მუშაკი, რომელიც მათ თბილისის აეროპოტში გადაყვანას უზრუნველყოფს. ნათია კევლიშვილის განცხადებით, აეროპორტში ბავშვებს უკრაინული მხარის წარმომადგენლები და ბებიები დახვდებიან. არასრულწლოვნების გადაყვანა საქართველოსა და უკრაინას შორის შემდგარი შეთანხმების საფუძველზე ხდება.
როგორც “ინტერპრესნიუსს” არასრულწლოვნებით ვაჭრობაში ბრალდებული იულია სუსლიაკის ადვოკატმა ზურაბ თოდუამ განუცხადა, პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ, ბავშვების დასაბრუნებლად, თბილისში საკუთარი ბორტი გამოაგზავნა.
იულია სუსლიაკი ზუგდიდში, რუსეთიდან ათ არასრულწლოვან ბავშვთან ერთად ჩამოვიდა. გამოძიების ინფორმაციით, ქალი ბავშვებს აფხაზეთში გადაყვანას და სავარაუდოდ, გაყიდვას უპირებდა.