ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბოდბეში, წმინდა ნინოს სახელობის ახალ ტაძარში პირველ წირვას ილია მეორე ჩაატარებს

ბოდბეში, წმინდა ნინოს სახელობის ახალ ტაძარში პირველ წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, ჩაატარებს. დღეს ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სხალთელმა მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგია ჩატარდა.

წმინდა ნინოს სახელობის ახლად აშენებული ტაძარი კვირას, 9 ივნისს იკურთხება.

მეუფე შიოს ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ბოდბეში დღეს მიემგზავრება.

იტვირთბა....