„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას ორჯერ შესთავაზა 2020 წლიდან პროპორციული სისტემის ამოქმედება, რაზეც უარი თქვეს, ახლა დისკუსიის გახსნა აზრს მოკლებულია, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
„ასეთ დროს ახალი პროცესის დაწყება, რა თქმა უნდა, არის აზრს მოკლებული. პასუხისმგებლობა უნდა აიღონ იმაზე, რაც გავიარეთ ამ წლების განმავლობაში. მათ დახურეს დისკუსია და ახლა დისკუსიის გახსნა არის აზრს მოკლებული”
კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამ საკითხზე საუბარი ახლა იმიტომ დაიწყეს, რომ „მათ ბოლო არჩევნებში წააგეს“.
„წაგებულები არიან. წააგეს ბოლო არჩევნები. ახლა დიდ იმედებს ამყარებენ ამ არჩევნებზე. უნდათ, რომ გაააქტუალურონ საკუთარი თავი და ასეთ დროს ბუნებრივია, იწყებენ ახალ პოლიტიკურ პროცესებს, თუმცა ეს ახალი პროცესიც ბუნებრივია, განწირულია მათი წარუმატებლობისთვის“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ ოპოზიციის წარმომადგენლები მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითხოვენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და ასევე ითხოვენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, რომელიც ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, 2020 წლის არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედდეს.