დანიაში ჩატარებული არჩევნები ოპოზიციის გამარჯვებით დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ევრონიუსი“ ავრცელებს. ერთპალატიან პარლამენტში სულ 179 ადგილია და აქედან 91 მანდატი „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ მიიღო.
ეს ხმები მთავრობის დამოუკიდებლად ჩამოსაყალიბებლად მათთვის საკმარისია.
პრემიერ-მინისტრი გახდება სოციალ-დემოკრატების ლიდერი, 41 წლის მეტე ფრიდერიკსენი. ყოფილი მმართველი ბლოკი 75 მანდატს დასჯერდა. მათმა ლიდერმა ლარს ლიოკე რასმუსენმა უკვე აღიარა დამარცხება.