ივანიშვილს სჭირდება ისეთი ადამიანი, რომელიც არის მარტივად სამართავიც და რომლის მიმართაც მას შეიძლება ჰქონდეს კომპრომატები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განუცხადა.
მისი თქმით, მომავალი მთავარი პროკურორი აუცოლებლად იქნება პირადად ბიძინა ივანიშვილის გავლენის ქვეშ.
„მხოლოდ ისეთი ადამიანი იქნება მომავალი მთავარი პროკურორი, რომელიც დაკავშირებულია ივანიშვილთან ან აქვს ივანიშვილის უკანონო დავალებები შესრულებული. ივანიშვილს სჭირდება ისეთი ადამიანი, რომელიც არის მარტივად სამართავიც და რომლის მიმართაც მას შეიძლება ჰქონდეს კომპრომატები”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მთავარი პროკურორის თანამდებობას შს მინისტრის მოქმედი მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი დაიკავებს.