ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“კალანდიას დაჭერა ხელისიფლების ინტერესშია და ოპოზიციასაც აწყობს, მიზანი ქვეყნის გადატრიალებაა” – კაკუბავა

ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულის, მიხეილ კალანდიასთვის, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს ბრალდებულის ოჯახის წევრები ესწრებიან. სხდომის დახურვის შემდეგ, მიხეილ კალანდიას ბაბუამ, ბორის კაკუბავამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

ბორის კაკუბავას მოკლული მოზარდის ოჯახის წევრები გავლენების გამოყენებასა და მოწმეებზე ზეწოლაში ადანაშაულებდნენ. ბრალდებულის ბაბუა კი აცხადებს, რომ მსგავსი ფაქტები არ არსებობს და შვილიშვილის დაკავებას ხელისუფლებისა და ოპოზიციის ინტერესსებს უკავშირებს.

„არავითარი ბრალდება არ არსებობს, არავითარი ფაქტი არ არსებობს. მოწმეებზე ზეწოლა ტყუილი აღმოჩნდა ხომ ხედავთ? არავითარი ფაქტი არ არსებობს. არ ვიცი რატომ დააკავეს. ალბათ ხელისუფლებამ იცის, მე რა ვიცი, ყველას ინტერესშია ალბათ ხელისუფლების, ოპოზიციის. მიზანი არის ამ ქვეყნის დამხობა, თავქვე გადმოტრიალება, ეს არის მიზანი,“-ამბობს კაკუბავა.

იტვირთბა....