ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბიზნესზე წნეხი პროდუქციაზე ფასების ზრდას გამოიწვევს” – ყიფიანი

ფინანსთა მინისტრის მიერ 31 მაისს ფარულად მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, აქციზის გადამხდელ კომპანიებს იმპორტის გადასახდელის გადახდის ვადა 30-დან 5 დღემდე შეუმცირდა. გადაწყვეტილების თანახმად, სიახლე ეხება ე.წ. “ოქროს სიაში” მყოფ კომპანიებსაც, რომლებიც გარკვეული შეღავათებით სარგებლობდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაციას “ნიუპოსტი” ავრცელებს.

ეკონომისტის, ირაკლი ყიფიანის, თქმით, მსგავსი გადაწყვეტილება მთავრობას ბიზნესსექტორთან კომუნიკაციის შემდეგ უნდა მიეღო.

“ერთი შეხედვით, როგორც ჩანს ბიზნესისთვის ეს დამატებითი წნეხია. რადგან ამ 30 დღის განმავლობაში ისინი ახერხებდნენ დაკისრებული იმპორტის გადასახადის თანხების მობილიზებას და გადახდას. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით ბიზნესს შეიძლება დაუდგეს “ქეშის” პრობლემა, რაც ბიზნესისთვის მარტივი არ იქნება. მარტივი მაგალითისთვის რომ ვთქვათ, მაგალითად შემოიტანა ადამიანმა 100 000 ლარის ოდენობის საქონელი საქართველოში ისეთი ქვეყნიდან, რომელზეც იმპორტის გადასახადის გადასახადის გადახდა უწევს. ეს ნიშნავს იმას, რომ 5 დღეში მას უნდა ჰქონდეს 100 000 ლარის 12%, რაც არის 12 000 ლარი და თუ ეს თანხა ბიზნესმენს კომპანიის ანგარიშზე არ უდევს, და მისი გათვლა იყო, რომ გადასახადი ერთ თვეში პროდუქციის ამოყიდვის შემდეგ გადაიხდიდა, ახალი გადაწყვეტილებით ამის შესაძლებლობა ბიზნესმენს აღარ ეძლევა. უნდა წავიდეს ბანკში და ისესხოს 12 000 ლარი. რაც ცუდია”- განაცხადა ყიფიანმა.

მან ასევე არ გამორიცხა, რომ ბიზნესმენები პროდუქციას გააძვირებენ.

“გამოიწვევს გაძვირებას, მაგრამ რა მასშტაბის იქნება ეს არის მთავარი ამოცანა. რაღაც ტიპის გაძვირებას აუცილებლად გამოიწვევს, ფასზე აისახება”- თქვა ეკონომისტმა.

იტვირთბა....