ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედუბანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ძლიერი ხანძრის ჩაქრობას რამდენიმე საათის განმავლობაში ტყიბულის, თერჯოლის და ქუთაისის 5 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი და 17 მეხანძრე მაშველი ცდილობდა.
გარდა მეხანძრეებისა, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო ადგილობრივი მოსახლეობაც.
ადგილობრივების ინფორმაციით, სახანძრო სამაშველო ეკიპაჟები შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით მივიდნენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე ძიება სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.