არასრულწლოვანი გოგო 40 წლის ნათესავს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებსლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, არასრულწლოვანი 40 წლის ნათესავს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.
როგორც 16 წლის გოგონას იურისტი, ადამიანის უფლებათა ცენტრიდან, ლია ხუროშვილი ამბობს, არასრულწლოვანმა ორსულობის შესახებ მაშინ გაიგო, როდესაც სკოლაში შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც იმ დღესვე იმშობიარა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სქესობრივ კავშირს ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას 16 წელს მიუღწეველთან.
„როგორც გოგონა ჩემთან საუბარში ყვება, მისმა ნათესავმა, 40 წლის მამაკაცმა მასზე სექსუალურად ორჯერ იძალადა. ორივე შემთხვევა, სავარაუდო მოძალადის სახლში მოხდა, რადგან მისი შვილი ამ გოგონას კლასელია და იმ მოტივით, რომ სახლში არავინ იყო, მეგობართან დარჩა. როგორც თავად ამბობს, ორსულობის შესახებ არაფერი იცოდა. გოგონამ მშობიარობის შემდეგ ბავშვის წაყვანა არ მოისურვა, თვითონ კი ნათესავებმა წაიყვანეს.
არასრულწლოვანი უკვე გამოიკითხა. ამჟამად დანიშნულია ექსპერტიზები, რომ დადგინდეს ბავშვი გენეტიკურად ნამდვილად ეკუთვნის თუ არა იმ მამაკაცს, რომელსაც გოგონა სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. ვიდრე ექსპერტიზის შედეგები არ იქნება, მანამდე ვერ გაირკვევა სიმართლე და ვერც გოგონა იქნება დაზარალებულად ცნობილი და ვერც მამაკაცი ბრალდებულად“, – აღნიშნა ლია ხუროშვილმა.
მამის დადგენის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.