მთავარი სოციალური ქსელი

ჩერგოლეიშვილი: “ბოკერიამ მოლაშვილი აწამაო, 7 წელი გავიდა ამ ბრალდებიდან, ან გამოძებული ფაქტი დადეთ, ან ხმა ჩაიგდეთ

“ორი ბრალდება ისმის ბოკერიას მიმართ.

1) ივანიშვილი საუბრობდა რაღაც ნაღდ ფულზე, ათეულობით მილიონზე, რომელიც ბოკერიამ მოიპარა.

“7 წელი გავიდა.

ან გამობრძანდეს ეგ თქვენი ფულის ტომარა ფალავანი და გამოძიებული მოპარული ფულის ფაქტები დადოს, ან კიდევ აღიაროს, რომ უბრალოდ ნახალკების შემტენი ჯაგაა, ბოდიში მოიხადოს და მერე ხმა ჩაიგდოს.

მეორე – ბოკერიამ მოლაშვილი აწამა (პირველად 2013 წელს ათქმევინეს მოლაშვილს ეს ბრალდება, მანამდე ამოუცნობ პირებზე საუბრობდა, მთელი 9 წელი).

ამ ბრალდებიდანაც 7 წელი გავიდა – ან გამოძიებული ფაქტი დადეთ და ეს კაცი ციხეში ჩასვით, ან კიდევ ხმა ჩაიგდეთ.

არც კი დაგიკითხავთ ბოკერია ამ ბრალდებაზე – საერთოდ რაზე ლაპარაკობთ? თქვენ ხო არ გაგიჟებულხართ?

რატომ არ დაკითხეთ?

თავადაც იცით, რომ აბსურდია და უბრალოდ განავლის გუნდებს ზელთ, ისვრით და ჰაერს აფუჭებთ, იმიტომ რომ სხვა არაფერი შეგიძლიათ, ხო?

უსამართლოს ვიძახი რამეს?

7 წელია კაცი აქაა, ბევრისგან განსხვავებით – არ გაქცეულა.

თუ აბრალებთ – 7 წელი გავიდა, ფაქტი დადეთ და დასაჯეთ.

თუ ვერ ამტკიცებთ, ბოდიში მოიხადეთ.

ქართული ოცნება / Georgian Dream
საქართველოს მთავრობა | Government of Georgia”

“ტაბულას” დადმფუძნებელი თამარა ჩერგოლეიშვილი; სოციალური ქსელი;

იტვირთბა....