გაუგონარი არაადამიანობა:
1. 40 წლის მეზობლის კაცი გაუპატიურებს, ამ დროს მეგობრის სახლში ხარ;
2. ორსულად ხარ და მშობიარობამდე ვერც კი ხვდები რა გჭირს, რადგან არც მშობლებს და არც სკოლაში მასწავლებლებს შენთან არ უსაუბრიათ ასეთ თემებზე. ” ეგ თუ არ უსწავლებიათ, რა ვერ შევქმენით ოჯახები და ვერ ვაჩინეთ შვილებიო?!” – ასე ფიქრობენ უფროსები;
3. იგივე უფროსები მერე არ გიჯერებენ, აბრალებო, ამას როგორ იზამდაო, შენ შენ გამოიწვევდიო, შენ უნდა შეგრცხვეს, შენ უნდა გამოიკეტო სახლში, ან თუ გარეთ გახვალ ოდესმე, ბაყვზე ხელს რომ დაგადებენ, უნდა ჩაყლაპოო;
4. და თუ გინდა აღარ იყო შერცხვენილი ვინც გაგაუპატიურა იმის 14 წლის ბიჭს უნდა გაყვე ცოლად, შენი შვილის ძმაზე უნდა გათხოვდე, შენი შვილის მამის შვილზე! შვილზე, რომელიც ამ ტრაგედიის ტვირთს სად მიიტანს და როგორ არავინ იცის. შვილზე, რომელსაც ვერაოდეს ნახავ და ვერ შეიყვარებ;