“ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო დამარწმუნა რამდენად ღირსეული და ძლიერი ადამიანია ზაზა სარალიძე. მის წინააღმდეგ მიმართულ უკვე მერამდენ სიბინძურეს სიბინძურით არ პასუხობს და ამით მათზე მაღლა დადგა. სათქმელი კი მერწმუნეთ ბევრი აქვს.
რაც შეეხება პასუხს ამ ყველაფერზე: ზაზა სარალიძე არ გაყიდულა და არც არასოდოს გაიყიდება, არავითარი გარიგება არ შემდგარა, მით უმეტეს დუმილის ხარჯზე.
ჩვენი ბრძოლა კი არ დასრულებულა, მთავარი ჯერ წინაა და არც უკან დახევას არ ვაპირებთ. ხორავას ქუჩის საქმეში მონაწინე ყველა დამნაშავე დაისჯება. მათ შორის სამოხელეო დანაშაულიც არ უნდა დარჩეს დაფარული და აქ ნამდვილად არ ვმიჯნავთ შსს-ს და პროკურატურას. ბოლო დროს ვსაუბრობთ პროკურატურაზე მხოლოდ სასამართლო პროცესებიდან გამომდინარე, ვინაიდან თვალს ვადევნებდით როგორ იბრძოდნენ პირველდელი ბრალდების გასატანად. სასამართლო პროცესებზე კი ბრალდების მხარეს სწორედ პროკურატურა წარმოადგენს.
რატომ არის რთული დავაცადოთ შვილმოკლულ ადამიანს მცირე დროით დაისვენოს ემოციურად, ვინმეს შეუძლია წარმოიდგინოს რა რთული დღეები გადაიტანა, თუ არა იმიტომ რომ თქვენთვის არ მოუკლავთ შვილი 12 ჭრილობიოთ, არ უსვრიათ ამხელა სიბინძურე, არ, და ღმერთმა ნუ განგაცდევინოთ ამხელა ტკივილი.
მარტივია სხვის თვალში ბეწვის აღმოჩენა საკუთარში კი დირესაც ვერ ვხედავთ..”
ზაზა სარალიძის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე, სოციალური ქსელი;