ფოთის პორტთან დაკავშირებით კატასტროფული სიტუაციაა, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ, “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა.
ჭიჭინაძის განცხადებით, დოკუმენტაციის თანახმად ირკვევა, რომ ფოთში ღრმაწლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა გაცემულია.
„ჩემთან ოფისში, დღეს ფოთის პორტის ხალხი იყო მოსული. იმდენად კატასტროფული სიტუაციაა, პირადად შევხვდი „აიპიემ ტერმინალსის“ წარმომადგენლებს, ვინც მართავს ფოთის პორტს. მომაწოდეს საბუთები. იქ ძალიან საინტერესო მომენტებია, ნებართვა აქვთ გაცემული“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.