დმანისის მუზეუმში დღეს სეზონი გაიხსნა. სეზონის გახსნასთან დაკავშირებით დმანისის ნაქალაქარში ადამიანის ევოლუციის ამსახველი ციფრული პლატფორმის პირველი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა. პირველად ამ სეზონზე დამთვალიერებელი უძველესი ადამიანების ნაშთებს სამგანზომილებიან რეალობაში, ციფრული გიდის დახმარებით, იხილავს.
პროექტი ეროვნული მუზეუმისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა.
დმანისში აღმოჩენილი ჰომინიდებისა და ცხოველთა ნაშთები, ქვის იარაღები დაახლოებით მილიონ რვაასი ათასი წლით თარიღდება. საქართველოში დმანისის მუზეუმი პირველია, რომელიც უშუალოდ გათხრების ტერიტორიაზე მდებარეობს
ინფორმაციას ამის შესახებ “იმედი” ავრცელებს