“”ნაციონალური მოძრაობა” თუ იტყვის ორჯერ ორი ოთხიაო, ამის გამო არ ვაპირებ, გამრავლების ტაბულა შევცვალო. “ნაციონალებთან” ყოველთვის ვიბრძოლებ, მაგრამ არჩევნებზე ჭეშმარიტება ჭეშმარიტებად დარჩება, მე მხარს ვუჭერ შალვა შავგულიძეს”
განაცხადა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ, “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი” ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, ეშინია თუ არა მას, რომ შავგულიძეს მხარდაჭერისთვის “ნაციონალურ მოძრაობასთან” გაიგივდებოდა.