ახალი ამბები მთავარი სამართალი

ადვოკატი: იულია სუსლიაკი 4 ბავშვის ბიოლოგიური დედაა, დანარჩენი 6-ის ბიოლოგიური მამა იური სუსლიაკია

„აღკვეთის ღონისძიება სრულიად მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს”, – ამის შესახებ ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკის ადვოკატმა ზურაბ თოდუამ განაცხადა.

ზურაბ თოდუამ შესაბამისი შუამდგომლობა უკვე შეიტანა.
„აღკვეთის ღონისძიება სრულიად მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. ჩემ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები ადასტურებს იულია სუსლიაკის უდანაშაულობას. ვფიქრობ, სასამართლო დღეს მაინც იქნება ობიექტური და მიუკერძოებელი და დაიკავებს იმ პოზიციას, რასაც ევროპული სასამართლო უნდა აკეთებდეს. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით დასტურდება, რომ იულია სუსლიაკი ოთხი ბავშვის ბიოლოგიური დედაა, რასაც ამბობდა ჩვენებაში, ხოლო დანარჩენი ექვსი ბავშვის ბიოლოგიური მამა არის იური სუსლიაკი, ეს ბავშვები და-ძმანი არიან. ანუ არავითარი ყიდვა-გაყიდვა არ მომხდარა.

გამოძიება უნდა დაიწყოს იმ პროკურორის მიმართ, რომელმაც ეს სისულელე მოიგონა. 22 მაისს, კიევში გამგზავრებამდე მე შევიტანე გენერალური პროკურორის სახელზე სათანადო საჩივარი იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, გენერალურ პროკურატურაში, შსს-ში და სასამართლოში იყვნენ თანამდებობის პირები, რომლებიც დაინტერესებული არიან ამ საქმის გამამტყუნებელი განაჩენით, რომ შემდეგში თვითონ გადაწყვიტონ ბავშვების ბედი“, – განუცხადა ადვოკატმა პირველ არხს.

ტრეფიკინგში ბრალდებულ იულია სუსლიაკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

იტვირთბა....