ახალი ამბები მთავარი სამართალი

მიხეილ კალანდიას ბრალი წაუყენეს 

დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მიხეილ კალანდიას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, მას ბრალი სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ედება.

„მ.კ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, განზრახ, ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით“, – აცხადებენ პროკურატურაში.

მიხეილ კალანდია 4 ივნისს დაიკავეს.

იტვირთბა....