ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: იმედი მაქვს, კითხვებზე, რომელიც რჩება, მოკლული მოზარდების ოჯახები პასუხებს მიიღებენ

“კითხვები, რომელიც ამ საქმესთან [ხორავას ქუჩის საქმე] დაკავშირებით არსებობდა, სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან თანმიმდევრულად არის პასუხი გაცემული”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძემ იმედი გამოთქვა, რომ კითხვებზე, რომელიც რჩება, მოკლული მოზარდების ოჯახები პასუხებს მიიღებენ.

„პარლამენტმა მიიღო სპეციალური დოკუმენტი, რომლითაც მხარი დავუჭირეთ ამ საქმეზე მართლმსაჯულების ბოლომდე განხორციელებას. ოპოზიციამ სცადა, რომ ამ საქმისთვის პოლიტიკური განზომილება მიეცა, მაგრამ მათ ეს ვერ მოახერხეს. ძალიან ცდილობდნენ, რომ ტოლობის ნიშანი დაესვათ თუნდაც მათი ხელისუფლების პირობებში ჩადენილ ერთ-ერთ ყველაზე მძიმე საქმესთან, სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან. თუმცა კითხვები, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობდა, სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან თანმიმდევრულად არის პასუხი გაცემული. იმედი მაქვს, კითხვებზე, რომელიც რჩება, მოკლული მოზარდების ოჯახები პასუხებს მიიღებენ. სანამ ყველა კითხვას არ გაეცემა პასუხი, მორალურად ეს საქმე ტვირთი იქნება. სახელმწიფოებრივი პოზიცია არის ის, რომ პოლიტიკოსების გადასაწყვეტი არ არის საგამოძიებო პროცესში თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს კონკრეტული სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც პარტიული დღის წესრიგით არ ხელმძღვანელობს და არც უნდა ხელმძღვანელობდეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

იტვირთბა....