ჟვანიას მოედანზე, მგალობლიშვილის ქუჩაზე წყალმა ისევ ამოხეთქა.
წყლის მილი ამ ქუჩაზე 2 დღის წინ დაზიანდა, რასაც გზის ჩავარდნა მოჰყვა. დატბორილი იყო საცხოვრებელი სახლის სარდაფები და დაზიანდა ქუჩაზე მდგარი ორი ავტომობილი.
ადგილობრივების განცხადებით, ღამით აფეთქების ხმა გაიგეს, რასაც წყლის დიდი ნაკადის მოვარდნა მოყვა.
GWP-მ მილი გუშინ აღადგინა და დაზარალებულებს, ზარალის ანაზღაურებასაც დაჰპირდა, თუმცა მილი დღეს ისევ დაზიანდა.