ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ადგილები იყო, მოვიყვანე ცოლისძმა და დავნიშნე, აბა, შენსას ხომ არ დავნიშნავდი?!”

“TV25-ის” ინფორმაციით, ააიპ „ქობულეთის სანდასუფთავებაში“ 15-მდე ადამიანი, სავარაუდოდ, ფიქტიურად არის დასაქმებული და ხელფასს იღებს. მაუწყებელს სანდასუფთავების სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიაწოდა დოკუმენტები, სადაც სწორედ ფიქტიურად დასაქმებულ ადამიანებზეა ინფორმაცია.

“TV 25-ის” ინფორმაციით, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, მინდია რომანაძის ძმამ ირაკლი რომანაძემ ქობულეთის სანდასუფთავებაში მუშაობა ძმის დახმარებით დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო. ყოველთიურად ხელზე 400 ლარი ერიცხება, თუმცა რისთვის დაზუსტებით არ იცის.

ჩამონათვალში მოხვდა დირექტორის ძმა ნუგზარ ბლადაძე. „TV 25“-ს ეს უკანასკნელი სახლში არ დახვდა, თუმცა ოჯახის დამხმარემ ტელეკომპანიას განუცხადა, რომ ბლადაძე არ მუშაობს, უფრო მეტიც იგი ყოველდღიურად სახლშია.

ნუგზარ ბრადაძემ სატელეფონო საუბრის დასაწყისში განაცხადა, რომ იმ მომენტისთვის ყანაში იმყოფებოდა სამუშაოდ. მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ტელევიზიიდან ვუკავშირდებოდით ნათქვამი უარყო. მისი ყოველთვიური ანაზღაურება 750 ლარს შეადგენს.

 

იტვირთბა....