ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კარტოზიას ქუჩაზე მოძრაობა დროებით აიკრძალა – ინფორმაციას შსს ავრცელებს

კარტოზიას ქუჩაზე მოძრაობა დროებით აიკრძალა. ამის შესახებ შსს-ის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ თბილისში, მიმდინარე წლის 4 ივნისის 21:00 საათიდან კარტოზიას ქუჩაზე, დაზიანებული საავტომობილო გზის​ აღდგენითი სამუშაოების გამო, სრულად აიკრძალა საავტომობილო მოძრაობა, კერძოდ, კარტოზიას ქუჩის და ყაზბეგის გამზირის კვეთიდან ცინცაძის ქუჩისა და ყაზბეგის გამზირის კვეთამდე (პანდუსამდე). ცინცაძის ქუჩიდან კარტოზიას ქუჩის მიმართულებით მოძრავი საავტომობილო ნაკადი პანდუსის გავლით გაემართება ახალ გზაზე, თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით. კარტოზიას ქუჩაზე ტრანსპორტით გადაადგილებას მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს. აღნიშნულ ქუჩაზე მოძრაობა აღდგება სამუშაოების დასრულებისთანავე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

იტვირთბა....