“მეორე ტურში ველოდები გამარჯვებას, გამარჯვებას და მხოლოდ გამარჯვებას. ყველა პირობაა გამარჯვებისთვის და შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კანდიდატი გაიმარჯვებს”
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას;
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს გაიმართება. მეორე ტურში მონაწილეობას შალვა შავგულიძე (N13) და ლადო კახაძე (N41) მიიღებენ. მათ შუალედური არჩევნების პირველ ტურში ამომრჩევლების ხმათა უმრავლესობა მოიპოვეს.