ახალი ამბები მთავარი სამართალი

თენგიზ კალანდია – ჩემი შვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები რომ ყოფილიყო, წელიწადნახევარი არ დაიჭერდნენ?

დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას მამის, თენგიზ კალანდიას განცხადებით, მისი შვილი უდანაშაულოა და დაკავებას პოლიტიკური მოტივი აქვს.

თენგიზ კალანდიას განცხადებით, მისი შვილი სამართალდამცავებმა დიღმის ტრასაზე აიყვანეს.

“პოლიტიკური ინტერესი არსებობს, მტკიცებულებები რომ ყოფილიყო ჩემი შვილის წინააღმდეგ, წელიწადნახევარი არ დაიჭერდნენ? პოლიტიკურად აწყობს ვიღაცას. არ ვიცი, ვის აწყობს”, – განაცხადა თენგიზ კალანდიამ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული.

იტვირთბა....